იგორ ნარმანია - იმის ნაცვლად, რომ ქვეყანამ მიიღოს 14 მილიარდ ევროიანი დახმარება, „ქართული ოცნება” ამუშავებს რეპრესიულ მანქანას ჩვენს წინააღმდეგ -  მათი ყველა მცდელობა იქნება უშედეგო

იმის ნაცვლად, რომ ქვეყანამ მიიღოს 14 მილიარდ ევროიანი დახმარება, „ქართული ოცნება” ამუშავებს რეპრესიულ მანქანას ჩვენს წინააღმდეგ, მაგრამ რა სასამართლოებიც არ უნდა ატაროს, ჯარიმები დაწეროს, პატიმრობა შეგვიფარდოს, ამის შიში ჩვენთან არ აქვს არავის და მათი ყველა მცდელობა იქნება უშედეგო, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ, იგორ ნარმანიამ განაცხადა.

იგორ ნარმანიას განცხადებით, “ივანიშვილის რეპრესიული მანქანა საარჩევნოდ ისევ ამოქმედდა“.

„ამის მოლოდინი გვქონდა. არ გვქონდა იმის მოლოდინი, რომ “ქართული ოცნება” დაიწყებდა სხვა გზით ჩვენთან მიდგომას. რა თქმა უნდა, რეპრესიული მანქანა მიმართეს იმ ადამიანებისკენ, რომლებიც არიან ყველაზე აქტიურები ამ ბრძოლაში, ვგულისხმობ ირაკლი ნადირაძეს, ირაკლი ეძგვერაძეს...ამ ადამიანების დაშინებას ცდილობენ ამ ყველაფრით, თუმცა რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის სისულელე და ფარსი.

იმის ნაცვლად, რომ “ოცნება” საზოგადოებას ელაპარაკოს კეთილდღეობაზე, დაჩქარებული წესით გახდეს ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი, ამ ქვეყანამ მიიღოს ევროპული ბენეფიტები, როგორიც არის 14 მილიარდი ისინი ამუშავებენ რეპრესიულ მანქანას ჩვენს წინააღმდეგ.

მაგრამ მისი რეპრესიული მანქანის არ ეშინია არცერთ ჩვენგანს. რა სასამართლოებიც არ უნდა ატაროს, ჯარიმები დაწეროს, პატიმრობა შეგვიფარდოს, ამის შიში ჩვენთან არ აქვს არავის და მათი ყველა მცდელობა იქნება უშედეგო“,- განაცხადა იგორ ნარმანიამ, რომლის განცხადებასაც პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება