26 სექტემბერს, „თიბისი კონცეპტის“ სივრცეში ღონისძიება - „შენი წარმატების გზა” ტარდება

„თიბისის“ ინფორმაციით, 26 სექტემბერს, „თიბისი კონცეპტის“ სივრცეში ღონისძიება - „შენი წარმატების გზა” ტარდება.

როგორც „თიბისიში“ განმარტავენ, ღონისძიებაზე, შესაძლებელი იქნება გაეცნოთ საინტერესო ვაკანსიებსა და კარიერულ შესაძლებლობებს.

„თიბისის“ ინფორმაციით, 26 სექტემბერს, „თიბისი კონცეპტის“ სივრცეში ღონისძიება - “შენი წარმატების გზა” ტარდება.

ღონისძიებაზე სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, დასვა შეკითხვები და მიხვდე რა მრავალფეროვანი განვითარება შეგიძლია იპოვო ბიზნეს სამყაროში.

ღონისძიებაზე, ასევე, გექნება შესაძლებლობა, გაეცნო შენთვის საინტერესო ვაკანსიებსა და კარიერულ შესაძლებლობებს, დაინტერესების შემთხვევაში, ადგილზევე შეავსო განაცხადი და გახდე „თიბისის“ გუნდის წევრი.

„თიბისის“ სპიკერები გაგაცნობენ ისეთ თემებს, როგორიცაა:

  • ტექნოლოგიების განვითარება, მონაცემთა როლი თანამედროვე ბიზნესში და ინოვაციური მიდგომები, რომლებიც მომხმარებელზე ზრუნვას ეხება.
  • მნიშვნელოვანი მიგნებები, თუ როგორ ვაუმჯობესებთ მომსახურების ხარისხს, ვზრუნავთ მომხმარებლებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებაზე, მათ განვითარებაზე და როგორ ვაშენებთ სანდო ბრენდს.

„თიბისი“ გაგაცნობთ როგორ განავითარო კარიერა შენთვის საინტერესო მიმართულებით, როგორ გამოიყენო შენი ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა პროფესიები და გაგიზიარებთ რჩევებს თუ რა უნდა გაითვალისწინოთ სამსახურის ძიებისას.

ღონისძიებისდასწრება თავისუფალია.რეგისტრაციისთვის გადადი ბმულზე

დამატებითი ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება