„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ხარაგაულის მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის დელეგატი პაატა კვიჟინაძე ხარაგაულის სოფლების: სარგვეშის, ღორეშის, უბისისა და მაქათუბნის მოსახლეობას შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს არსებული პრობლემები, ისაუბრეს მათი გადაჭრის გზებზე. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია

„დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ხარაგაულის მერ კობა ლურსმანაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელ მანანა ბარბაქაძესთან, ასევე შტაბის სხვა წარმომადგენლებთან ერთად სარგვეშის, ღორეშისა და ბორითის ადმინისტრაციული ერთეულის მცხოვრებლებს შევხვდი. შეხვედრამ საინტერესო გარემოში ჩაიარა. ვაგრძელებ შეხვედრებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება