პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა.

მარსაგიშვილი პარლამენტს დასამტკიცებლად უახლოეს პლენარულ სხდომაზე წარედგინება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ნიკოლოზ მარსაგიშვილს მოსამართლედ მუშაობის 16-წლიანი გამოცდილება აქვს. იგი 2020 წლიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შეკითხვებს უპასუხა, მათ შორის: მოსამართლედ მუშაობის პერიოდში მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, სასამართლოსადმი გაზრდილ მიმართვიანობაზე, გადატვირთულობაზე, სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობაზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მანდატის გაფართოებაზე და "ვეტინგის" სისტემაზე.

მოსმენაში საპარლამენტო ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება