შალვა პაპუაშვილი - საარჩევნო კამპანიაში არ არსებობს კარგი და ცუდი ჩარევა - ნებისმიერი ჩარევა არის ცუდი, იქნება ეს რუსეთი, დანია, აშშ, გერმანია თუ საფრანგეთი

[საარჩევნო კამპანიაში] არ არსებობს კარგი და ცუდი ჩარევა. რუსეთის ჩარევა ცუდია და ვიღაც სხვა ქვეყნის, დანიის ჩარევა კარგია, ასეთი რამ არ არსებობს. ნებისმიერი ჩარევა არის ცუდი, იქნება ეს რუსეთი, დანია, აშშ, გერმანია თუ საფრანგეთი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ვინც ჩაერევა ქართველი ხალხის ნების ფორმირებასა და გამოვლენაში, ყველა იქცევა არადემოკრატიულად.

„არ არსებობს კარგი და ცუდი ჩარევა. რუსეთის ჩარევა ცუდია და ვიღაც სხვა ქვეყნის ჩარევა, დანიის ჩარევა კარგია, ასეთი რამ არ არსებობს. ნებისმიერი ჩარევა არის ცუდი, იქნება ეს რუსეთი, დანია, აშშ, გერმანია თუ საფრანგეთი მნიშვნელობა არ აქვს. ვინც ჩაერევა ქართველი ხალხის ნების ფორმირებასა და გამოვლენაში, ყველა იქცევა არადემოკრატიულად, ყველა იქცევა იმ ღირებულებების საწინააღმდეგოდ, რომელზეც ეს საზოგადოება არის დამყარებული. ჩვენთვის არანაირი ინტერესი რას აცხადებს რუსეთის დაზვერვა არ აქვს. ჩვენ ჩვენი დაზვერვაც გვაქვს და თავიც გვაბია მხრებზე, რომ ჩვენი დასკვნები გამოვიტანოთ. სადაც გამოგვაქვს ჩვენი დასკვნები, იმას ვამბობთ. ვთქვით დანიურ დაფინანსებაზე, ვნახეთ შედეგი, რომ შეწყვიტა ეს კამპანია, თვითონაც მიხვდნენ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის