პროკურორი ოთარ ცინდელიანისთვის გამოტანილ განაჩენზე - სასამართლომ ობიექტური, კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო

21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის საქმის პროკურორი ლევან ვეფხვაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სამართლიანს უწოდებს.

ლევან ვეფხვაძე განმარტავს, თუ რის საფუძველზე ცნო მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 21 წლის ოთარ ცინდელიანი ქეთევან ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობაში დამნაშავედ და რატომ მიუსაჯა მას უვადო თავისუფლების აღკვეთა.

„სასამართლომ ობიექტური, კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. კერძოდ, გენდერის ნიშნით ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის ფაქტზე და ბრალდებულს უმკაცრესი სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ის მტკიცებულებები, რაც ბრალდების მხარეს სასამართლოში ჰქონდა წარმოდგენილი - გამოკვლეული ექსპერტიზის დასკვნები ერთობლიობაში ადასტურებდა იმ დანაშაულებს, რაც ბრალდებულს ბრალად ჰქონდა წარდგენილი. რაც შეეხება სასჯელს, ბრალდების მხარე განმარტავს, რომ ბრალდებულის პიროვნებიდან, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ხასიათიდან და იქიდან გამომდინარე, რომ მას ჩადენილი დანაშაული ერთხელაც არ უღიარებია, არ მოუნანიებია, სასამართლომ სასჯელის ნაწილშიც კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო",- განაცხადა ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული ოთარ ცინდელიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ცნობისთვის, ქეთევან ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია.

ცინდელიანი უწყებაში თავად გამოცხადდა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა.

ქეთი ჯავახიშვილს სხეულის თითქმის ყველა ორგანოზე 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.

ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) ჰქონდა წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო