ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მედიაწიგნიერების ფესტივალი გაიმართა

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის „მედიაწიგნიერება დემოკრატიული და მდგრადი საზოგადოებისთვის საქართველოში“ ფარგლებში მედიაწიგნიერების ფესტივალი ჩატარდა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა მედიაწიგნიერების თემაზე მომუშავე აქტორების ერთ სივრცეში გაერთიანებას და მათთვის „ფიფლ ინ ნიდ“-ის მიერ განხორციელებული მედიაწიგნიერების პროექტის შედეგების გაზიარებას.

ღონისძიებას სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, პეტრ კუბერნატი დაესწრო.

მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ, PIN საქართველოს მისიის ხელმძღვანელი კელლი კრისტინა ჰაინსი, ჩეხეთის ელჩი - პეტრ კუბერნატი, ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლები.

„ღონისძიება სამი პანელისგან შედგებოდა. პირველ პანელზე დრო დაეთმო პროექტის პრეზენტაციას და OWIS-ის (One World in Schools) მეთოდოლოგიის გაცნობას, რაც გულისხმობს სწავლებას დოკუმენტური ფილმების მეშვეობით, რაც უკვე ათეული წელია წარმატებით გამოიყენება ჩეხეთის რესპუბლიკაში, ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში. გარდა ამისა, პროექტის მონაწილე, ქვემო-ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა დამსწრე აუდიტორიას გააცნეს მათ მიერ განხორციელებულ მედია-ინიციატივები.

მეორე პანელზე, აუდიტორიას საშუალება ჰქონდა ენახა დანიის კინოპროდუქტი, ნიკოლაას ვეულის ფილმი „გამო(მ)იწერე,“ რომელიც "ინსტაგრამსა" და ყალბი გამომწერების შესახებ გვიყვება. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა განხილვა და დისკუსია.

მესამე პანელზე მოწვეულ სტუმრებთან ერთად, მიმოიხილეს მედიაწიგნიერების სხვადასხვა საკითხები და მედია-გარემო საქართველოში, რა გამოწვევები და მიღწევები გვაქვს ამ მიმართულებით და რა როლი აქვს ციფრული უნარების დანერგვას სასკოლო განათლებაში.

პროექტი „მედიაწიგნიერება დემოკრატიული და მდგრადი საზოგადოებისთვის საქართველოში“ განხორციელდა ჩეხური ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“-ის მიერ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, რადიო მარნეულთან თანამშრომლობით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება