ლევან დავითაშვილი - საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის რეგიონალურ ცენტრად ჩამოყალიბებაში Huawei-სთან მჭიდრო პარტნიორობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს

ჩვენი მიზანია, შევქმნათ ინოვაციური გარემო საქართველოში და ძალისხმევას არ ვიშურებთ ძლიერი სტარტაპ-ეკოსისტემის შექმნისთვის. STEAM და ICT განათლების გაღრმავება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მზად ვართ, განვიხილოთ პოტენციური პარტნიორობა Huawei-სთან, როგორც გლობალურ ლიდერთან და ფართომასშტაბიანი ინოვაციური პროექტების წარმმართველთან სხვადასხვა ინდუსტრიაში, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პეკინში, კომპანია Huawei-ის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, Huawei-ს საქართველოში ყოფნა აძლიერებს მისი, როგორც სტრატეგიული პარტნიორის როლს, რადგან კომპანია უკვე იცნობს ადგილობრივი ბაზრის დინამიკას და აქვს რეგიონული განვითარების ინტერესი.

„Huawei-ს გამოცდილება მოწინავე მონაცემთა ცენტრების შემუშავებასა და ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციაში იდეალურად ემთხვევა საქართველოს ხედვას, გახდეს ციფრული ტრანსფორმაციის რეგიონალური ცენტრი. ამასთან, Huawei-ის მიზანია, ხელი შეუწყოს ინოვაციური ნიჭის განვითარებას, STEAM და ICT განათლებას, მას იდეალურ პარტნიორად ხდის საქართველოს ICT განათლებისა და ინოვაციური ინიციატივების გაფართოებისთვის. ჩვენი სურვილია, შევისწავლოთ პოტენციური თანამშრომლობის შესაძლებლობები მონაცემთა ცენტრების, საგანმანათლებლო ინიციატივების, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, რათა დავაჩქაროთ ეკონომიკური ზრდისა და ტექნოლოგიური წინსვლის საერთო მიზნების განხორციელება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, Huawei ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების სფეროში საერთაშორისო მასშტაბის ცნობილი კომპანიაა, რომლის შემოსავალი 100 მილიარდ დოლარს აჭარბებს. კომპანია მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს და 200 000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო