ჯიმ რიში - განსაკუთრებით შეშფოთებული ვარ ჩვენს მეგობრებზე საქართველოში - 2012 წლის შემდეგ ჩვენი ნდობა და ხედვა იმედგაცრუებული აღმოჩნდა და ვფიქრობ, ეს რბილად ნათქვამია

2012 წლის შემდეგ ჩვენი ნდობა და ჩვენი ხედვა იმედგაცრუებული აღმოჩნდა, ეს ვფიქრობ, რბილად ნათქვამია. ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯიმ რიშმა (რესპუბლიკური პარტია) სენატში საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც მიმდინარეობს განხილვა თემაზე: „არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონები და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტები“.

სენატორის თქმით, ის განსაკუთრებულით შეშფოთებულია საქართველოსთან დაკავშირებით.

“უპირველეს ყოვლისა, ყველა უნდა შევთანხმდეთ და ვაღიაროთ, რომ ეს პარტიული საკითხი არ არის, ეს ორპარტიული საკითხია, ამერიკული საკითხია, რაზეც ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ავტოკრატები და მათი მთავრობები ყველაფერს გააკეთებენ ძალაუფლების შესანარჩუნებლად, რათა გადარჩნენ. ზოგიერთ შემთხვევაში, ხელახლა გამოჩნდებიან ხოლმე კრეატიული მეთოდების გამოყენებით პოლიტიკური ოპოზიციის რეპრესირებისთვის, ადამიანის უფლებების დამცველების და ყველა სხვის გასაჩუმებლად, ვინც ცდილობს, ნათელი მოჰფინოს მათ ქმედებებს.

განსაკუთრებით შეშფოთებული ვარ ჩვენს მეგობრებზე საქართველოში. ევროკავშირის მკაფიო განცხადებების მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობების შემზღუდველი კანონის მიღება ევროკავშირში გაწევრიანებას შეაჩერებს, მაგრამ საქართველოს მთავრობა დაჟინებული იყო.

მოხარული ვარ, რომ აშშ-მა საქართველოსთან ჩვენი პოლიტიკის გადახედვა დაიწყო და მიმდინარე დახმარებაში პაუზა აიღო.

სენატორი შაჰინი და მე 2012 წელს ვიყავით საქართველოში და პირველი ნამდვილად თავისუფალ არჩევნები ვნახეთ. ვფიქრობ, ჩვენ ორივე ძალიან მოხარულები ვიყავით თუ რა მოხდა და როგორ იყო თავდაპირველად აღქმული. ამის შემდეგ, ჩვენი ნდობა და ჩვენი ხედვა იმედგაცრუებული აღმოჩნდა, და ეს, ვფიქრობ, რბილად ნათქვამია. უკუსვლა, უკან - რუსული დათვისკენ”, - დასძინა სენატორმა რიშმა.

მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ საქართველოში ვითარება შეიცვლება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება