დედაქალაქის მერი - ძალიან კარგი პროექტი განხორციელდა დიღმის მასივში - არ ვჩერდებით, კიდევ ბევრი რამ გვაქვს დაგეგმილი

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, დიღმის მასივში ახლად რეაბილიტირებული ტექსელის, სიკო დოლიძის სახელობის და მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარე სკვერები გახსნა და მოსახლეობასთან ერთად ჯგუფ „ურსას“ კონცერტს დაესწრო.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კალაძემ სკვერის გახსნისას განაცხადა, რომ მერიას კიდევ ბევრი პროექტი აქვს დაგეგმილი და ეტაპობრივად, დედაქალაქის მოსახლეობას მიაწვდიან ინფორმაციას განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით.

„ძალიან კარგი პროექტი განხორციელდა დიღმის მასივში. არსებული სკვერები იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ისინი ამჟამად მთლიანად მოწესრიგებული და განახლებულია. შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო სარწყავი სისტემა, დაემატა ხე-მცენარეები, გაკეთდა საველოსიპედო და საფეხმავლო ბილიკები, განათდა და ხედავთ, რამდენად სასიამოვნო გარემოა. უამრავი ადამიანი სარგებლობს ამ სივრცით, რომელიც ჯამში ოთხ ჰექტარს მოიცავს. ძალიან მიხარია, რომ ქალაქში ასეთი პროექტები ხორციელდება, თუმცა ამაზე არ ვჩერდებით, კიდევ ბევრი რამ გვაქვს დაგეგმილი და ეტაპობრივად, დედაქალაქის მოსახლეობას მივაწვდით ინფორმაციას განსახორციელებელ პროექტებზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას ასევე დაესწრნენ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, ასევე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები.

„გარდა რეაბილიტაციისა, ტექსელის სკვერი და მაიკოვსკის ძეგლის მიმდებარედ არსებული სკვერი ერთმანეთთან დაკავშირდა საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკებით.

სამუშაოების ფარგლებში, თბილისის დინამოს ბაზის მიმდებარედ, გამწვანებული კუნძულებიც მოეწყო. სკვერებში მოეწყო გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, საბავშვო და სპორტული მოედნები, საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკები, ცხოველთა სასეირნო სივრცე და მოსასვენებელი პავილიონები, ასევე, სამაგიდო სათამაშო სივრცეც.

აღსანიშნავია, რომ რეკრეაციულ ზონებსა და გზაგამყოფ კუნძულებზე ჩატარდა გამწვანებისთვის საჭირო ღონისძიებები: მოეწყო სარწყავი სისტემები, 20 448 კვ.მ ფართობზე დაიგო და დაითესა ბალახი, ასევე, დაირგო 15 218 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 7 883 396 ლარს შეადგენს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება