ვლადიმერ პუტინი - ნატო უკრაინის კონფლიქტში უშუალო მონაწილეობის შესაძლებლობას განიხილავს

დასავლეთის ქვეყნების უშუალო მონაწილეობა უკრაინის კონფლიქტში ცვლის მის არსს, რუსეთი იძულებული იქნება მიიღოს გადაწყვეტილებები ამ გზით შექმნილი საფრთხეების საფუძველზე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„უკრაინის კონფლიქტში დასავლეთის ქვეყნების პირდაპირი მონაწილეობა - ეს უკვე მნიშვნელოვნად ცვლის კონფლიქტის არსს, ხასიათს. ეს ნიშნავს, რომ ნატო-ს ქვეყნები, შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები რუსეთთან ომში არიან ", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, თუკი ეს მოხდება, რუსეთი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომლებიც მას შეექმნება.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის განმარტებით, ნატო-ს ქვეყნები ამჟამად განიხილავენ არა მხოლოდ კიევის მიერ დასავლური შორ მანძილზე მოქმედი იარაღის შესაძლო გამოყენებას, არამედ წყვეტენ, უშუალოდ ჩაერთონ თუ არა უკრაინის კონფლიქტში.

„ამ სარაკეტო სისტემების ფრენის მისიების შესრულება მხოლოდ ნატო-ს სამხედრო პერსონალის მიერაა შესაძლებელი. ეს შესაძლებელია მხოლოდ თანამგზავრების სადაზვერვო მონაცემების გამოყენებით, რაც უკრაინას არ გააჩნია. ამიტომ, საუბარია არა იმაზე, მისცენ თუ არა უკრაინის რეჟიმს ამ იარაღით რუსეთზე დარტყმის უფლება, საუბარია გადაწყვეტილების მიღებაზე: ნატო-ს ქვეყნები უშუალოდ ჩაერთონ კონფლიქტში, თუ არა. თუ ამ გადაწყვეტილების მიღება მოხდება, ეს სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა ნატო-ს ქვეყნების - აშშ-ის, ევროპის ქვეყნების - უშუალო მონაწილეობას უკრაინის ომში“, - აღნიშნა პუტინმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება