მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის გამო, დასავლეთმა, შესაძლოა, უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების ნებართვის მიცემა დააჩქაროს

ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემამ, შესაძლოა, დააჩქაროს უკრაინის დასავლელი პარტნიორების გადაწყვეტილება, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების ნებართვა მისცენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, ირანმა, შესაძლოა, უარყოს რუსეთისთვის რაკეტების გადაცემის ფაქტი და გაიხსენა, რომ ანალოგიური ვითარება იყო „შაჰედის“ ტიპის დრონების გადაცემისა და მათი წარმოებისთვის ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებითაც.

„ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც ხვდება, რომ აგრესორ ქვეყანას გადასცემს ამა თუ იმ მოცულობის იარაღს, არღვევს საერთაშორისო კანონს და ექნება სანქციები. ამას ირანი აცნობიერებს, ამიტომ ინფორმაციას უარყოფს“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

მისი მტკიცებით, არსებობს დადასტურება, რომ რუსეთი კასპიის ზღვის საშუალებით მცირე რადიუსის ბალისტიკურ რაკეტებს იღებს და ამას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება ირანისთვის - უპირველეს ყოვლისა, საუბარია, აშშ-სა და ევროკავშირის სანქციებზე.

პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ ასეთი ვითარება დააჩქარებს გადაწყვეტილების მიღებას უკრაინისთვის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების აუცილებლობისა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელებაზე აკრძალვის მოხსნის შესახებ. „რადგან ჩვენ ვსაუბრობთ მოკლე მანძილზე მოქმედ ბალისტიკაზე, ანუ გამშვები დანადგარები განთავსდება უშუალოდ ფრონტის ხაზის გასწვრივ, რათა ეფექტურად გამოიყენონ. ამიტომ, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების გავრცელება ძალიან ახლო დროის საკითხია, რადგან ეს არის ომის განვითარება“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის