დევიდ ლემი - ბრიტანეთმა და ამერიკამ უკრაინას უნდა მისცენ იარაღი, რომელიც მას რუსეთზე გამარჯვებისთვის სჭირდება

ბრიტანეთმა და ამერიკამ უკრაინას უნდა მისცენ იარაღი, რომელიც მას სჭირდება რუსეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვებისთვის გადამწყვეტი ზამთრის საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე, - The Telegraph-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ განაცხადა.

მისი თქმით, მომავალი თვეები გადამწყვეტი იქნება იმისთვის, რომ კიევს ხელი შეუწყონ ისეთი პოზიციის დაკავებაში, რომ რუსეთს ომი მოუგოს.

„ეს არის გადამწყვეტი პერიოდი ბრძოლაში, რათა რუსეთს ზამთარში უპირატესობის მიღებაში ხელი შეეშალოს. ჩვენ ასევე ვართ აქ, რა თქმა უნდა, იმ დროს, როდესაც აშკარად ჩანს, რომ რუსეთი თავის მეგობარ ირანთან ერთად ესკალაციას ახორციელებს და იღებს ბალისტიკური რაკეტების პარტიას. ბალისტიკური რაკეტების, რომლებსაც გამოიყენებენ ზამთარში, სამწუხაროდ, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ და რაც სიცოცხლის ფასი დაჯდება“, - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, დევიდ ლემი, ამერიკელ კოლეგასთან, ენტონი ბლინკენთან ერთად ორი დღის წინ კიევში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება