ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - ისინი სინამდვილეში კამპანიას აწარმოებენ ქვეყნის გარეთ, რაც დამატებით ხელს შეუწყობს მათ წარუმატებლობას - როცა გაქვს არჩევნები, საკუთარ ხალხს  უნდა ელაპარაკო და არა უცხოელ მფარველებს

მათ არაფერი აქვთ სათქმელი ხალხის წინაშე. ისინი სინამდვილეში კამპანიას აწარმოებენ ქვეყნის გარეთ, რაც რა თქმა უნდა, დამატებით ხელს შეუწყობს მათ წარუმატებლობას ამ არჩევნებზე“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოპონენტების მივლინებებთან დაკავშირებით დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის განმარტებით, ოპოზიციას არაფერი აქვს ხალხისთვის სათქმელი და დაპირებებსაც კი ვერ გასცემს.

„როცა გაქვს არჩევნები, საკუთარ ხალხს უნდა ელაპარაკო და არა უცხოელ მფარველებს. ეს ნებისმიერი არჩევნებისთვის აქსიომა არის, თუმცა, რეალურად, მათ არაფერი აქვთ სათქმელი, დაპირებებსაც კი ვერ გასცემენ, თუ არ ჩავთვლით აბსოლუტურ სიყალბეს, რაც ვრცელდება ხოლმე. მაგალითად, 14 მილიარდი დოლარი, რაც არის ჩვეულებრივი ტყუილი. არსად არ არსებობს ეს 14 მილიარდი, ტყუილის თქმა გადაწყვიტეს და ეს ტყუილი მაგიდაზე დადეს. სამარცხვინოა ეს ყველაფერი, თუმცა საზოგადოება იმდენად გამოცდილია, ასეთ ტყუილებს არ „იყიდის“, -განაცხადა კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება