საია - რუსული კანონის პროტესტის დროს სამართალდამცველთა მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების სათანადო გამოძიება და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა ამ დრომდე არ მომხდარა

საია აკვირდება რუსული კანონის პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებს - ამ დრომდე არ მომხდარა რუსული კანონის პროტესტის დროს სამართალდამცველთა მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების სათანადო გამოძიება და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, დაკავებული პირების პატიმრობაში დატოვების მიზანშეწონილობა ხშირად ფორმალური ხასიათისაა და ინდივიდუალური შეფასება არ ხდება.

„ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს 9 პირის სისხლის სამართლის საქმის მონიტორინგს, რომლებიც დაკავებული იყვნენ რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტების კონტექსტში. ამ პირთა მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა გამოიყენა, რომელიც არც გადასინჯვის შემდეგ შეცვლილა.

იმ ფონზე, რომ რუსული კანონის პროტესტის მონაწილეების მიმართ საქმეები აქტიურია, საგანგაშოა, რომ ამ დრომდე არ მომხდარა რუსული კანონის პროტესტის დროს სამართალდამცველთა მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების სათანადო გამოძიება და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა.

წლების განმავლობაში საია-ს მონიტორინგი ადასტურებს, რომ დაკავებული პირების პატიმრობაში დატოვების მიზანშეწონილობა ხშირად ფორმალური ხასიათისაა და არ ხდება ინდივიდუალური შეფასება, რაც აჩენს შეკითხვებს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის ეფექტურობასთან დაკავშირებით“,- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

სრული განცხადება იხილეთ ბმულზე

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება