პრემიერ-მინისტრი - ბორდერიზაცია არის 2012 წლამდე ჩადენილი დანაშაულის მემკვიდრეობა - თუ არ ჩავთვლით გახარიას ერთ-ერთ დავალებას, რამაც ბორდერიზაცია გამოიწვია, სხვა შემთხვევაში, ასეთი შემთხვევა არსებითად არ ყოფილა

რაც შეეხება ბორდერიზაციას, ეს არის სწორედ 2012 წლამდე ჩადენილი დანაშაულის მემკვიდრეობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, "ნაცმოძრაობამ" 2008 წელს საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთს ჩააბარა.

„მაშინ იქნა ჩადენილი კონკრეტული დანაშაული „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ, როცა ჩვენი ტერიტორიების 20% ჩააბარეს. ბორდერიზაცია არის ამ ყველაფრის მემკვიდრეობა, თუმცა ამ მძიმე მემკვიდრეობის მიუხედავად, სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები დაცული იყოს“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ უკანონო ბორდერიზაციის ფაქტები აღმოიფხვრას.

„მაქსიმალურად არის უზრუნველყოფილი, თუნდაც არარსებული საზღვარი, თუმცა იმასაც შეგახსენებთ, რომ „ნაცმოძრაობამ“ შემოხაზა საზღვრები. გამსახურდიას დროს გაუქმებული საზღვრები თავიდან კანონის დონეზე შემოხაზა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა. მათ აღადგინეს სამხრეთ ოსეთის ძველი ოლქის საზღვრები და პირდაპირ შექმნეს იმ საზღვრებში ადმინისტრაციული ერთეული. დღევანდელი ბორდერიზაცია მიჰყვება სწორედ „ნაცმოძრაობის“ მიერ აღდგენილ საზღვრებს. პირდაპირ იმ რუკებით მოქმედებენ, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ დააკანონა“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ეს მათთვის შემაშფოთებელია, რადგან ამ ყველაფერმა შეექმნა რუსეთის ფედერაციას ე.წ. ბორდერიზაციის საფუძველი.

„თუ არ ჩავთვლით გახარიას ერთ-ერთ დავალებას, რამაც გამოიწვია ის, რომ ბორდერიზაცია განხორციელდა ძველი საზღვრების მიღმა, სხვა შემთხვევაში, ასეთი შემთხვევა არსებითად არ ყოფილა, როდესაც ბორდერიზაცია სცდება „ნაცმოძრაობის“ მიერ დაკანონებული საზღვრების ფარგლებს. აი, ეს არის ეფექტური მუშაობა. ამისთვის მაქსიმუმი კეთდება. რაც შეეხება გატაცება-მკვლელობა, იცით, რომ იყო ძალიან მძიმე ფაქტები ამ კუთხით, თუმცა აქაც რაოდენობა შემცირებულია“, - განაცხადა კობახიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო