„ქართული ოცნების“ დელეგატმა ანტონ ობოლაშვილმა ასპინძაში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ასპინძის მოსახლეობასთან გრძელდება.

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხის-ბორჯომის-ასპინძის და ადიგენის დელეგატი ანტონ ობოლაშვილი, სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორ ბესიკ ამირანაშვილთან ერთად ასპინძის სოფლების: თოკის, ვარგავის, საროს, ნიჯგორისა და ივერიაშის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე.

მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებში გაიმარჯვებს საქართველო, ხოლო არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი.

„ჩვენთვის უმთავრესია, ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური წინსვლა“, - განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ასპინძის მერი - როსტომ მაგრაქველიძე, „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები და თვითმმართველობის წარმომადგენლები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება