სახალხო დამცველმა ქალთა პენიტენციური დაწესებულება მოინახულა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, ასევე სახალხო დამცველის მოადგილეები ელენე ღუდუშაური და ირინე ჩიხლაძე რუსთავის #5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებას ეწვივნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის ოფისი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახალხო დამცველმა დაათვალიერა ბოლო პერიოდში დაწესებულებაში განხორციელებული სიახლეები. მოინახულა არასრულწლოვანების განყოფილება, დედათა და ბავშვთა განყოფილება, იუსტიციის სახლის ფილიალი, გაეცნო პატიმართა სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელების პროცესს.

როგორც ომბუდსმენის ოფისში აცხადებენ, სახალხო დამცველი აგრძელებს პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგსა და ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის მდგომარეობის ზედამხედველობას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს