ზურაბ ჭიაბერაშვილი - რაც სენატში მოსმენაზე ითქვა საყურადღებოა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, არჩევანის ჩამოყალიბებაში, რომელიც საქართველოს 26 ოქტომბერს ელოდება

რაც სენატში მოსმენაზე ითქვა საყურადღებოა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, არჩევანის ჩამოყალიბებაში, რომელიც საქართველოს 26 ოქტომბერს ელოდება. ერთ მხარეს არის კეთილდღეობა ევროპაში და მეორე მხარეს არის “ქართული ოცნების” იზოლაცია - სიღატაკეში. ეს არის მთავარი გზავნილი, რაც ქართველმა ხალხმა სენატში მოისმინა, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება” ხელიდან უშვებს იმ უზარმაზარ დახმარებას, მათ შორის 14 მილიარდიან, რომელიც შეიძლება საქართველოსკენ წამოვიდეს.

„რაც სენატში ითქვა საყურადღებოა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არჩევანის ჩამოყალიბებაში, რომელიც საქართველოს 26 ოქტომბერს ელოდება. ერთ მხარეს კეთილდღეობაა ევროპაში და მეორე მხარეს “ქართული ოცნების” იზოლაცია - სიღატაკეში. ეს არის მთავარი გზავნილი, რაც ქართველმა ხალხმა სენატში მოისმინა. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ “ქართული ოცნება” ქართველი ხალხისთვის ბარიერი, წინაღობა გახდა, რომ გააგრძელოს ევროინტეგრაცია და მიიღოს 14 მილიარდიანი მხარდაჭერა, ზუსტად ამას გულისხმობდა ამერიკელი სენატორი, როდესაც ამბობდა, რომ ქართველმა ხალხმა “ქართული ოცნება” უნდა ჩამოაცილოს ძალაუფლებას და ქართველი ხალხისთვის გაიხსნება უზარმაზარი შესაძლებლობა. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ “ქართული ოცნება” ხელიდან უშვებს იმ უზარმაზარ დახმარებას, მათ შორის 14 მილიარდიან დახმარებას, რომელიც შეიძლება საქართველოსკენ წამოვიდეს. “ქართული ოცნების” მიზანია თვითონ გამდიდრდნენ, ხალხი კი გაღარიბდეს. სამწუხაროდ, ქვეყანა იცლება და ყველანი ამას ხედავთ”, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება