თამარ კორძაია - კომუნიკაციების ეროვნული კომისია ივანიშვილის დავალებების ნომერ პირველი შემსრულებელი გახდა - არჩევნების წინ დაიწყეს უპრეცედენტო ცენზურა მედიასთან და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში

კომუნიკაციების ეროვნული კომისია კახა ბექაურისა და ვახტანგ აბაშიძის მეთაურობით ივანიშვილის დავალებების ნომერ პირველი შემსრულებლები გახდნენ. 2024 წლის არჩევნების წინ დაიწყეს უპრეცედენტო ცენზურა მედიასთან და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში. კომისიის წევრებო დაფიქრდით, რა მდგომარეობაში გაგდებთ ის მორჩილება, რასაც თქვენ ავლენთ “ქართული ოცნების” დავალებების მიმართ, - ამის შესახებ“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისი შეფასებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისია ყოველდღიურად წერს სამართალდარღვევის ოქმებს მაუწყებლებთან მიმართებაში, რის მიხედვითაც სამართალდარღვევის ოქმი ოთხ ტელეკომპანიას გამოუწერეს.

„კომუნიკაციების ეროვნული კომისია კახა ბექაურისა და ვახტანგ აბაშიძის მეთაურობით ივანიშვილის დავალებების ნომერ პირველი შემსრულებლები გახდნენ. კომუნიკაციების კომისიამ 2024 წლის არჩევნების წინ დაიწყო უპრეცედენტო ცენზურა მედიასთან და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში. ჩვენ უკვე რამდენიმე დღეა თვალს ვადევნებთ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებს, რომლითაც ისინი ყოველდღიურად წერენ სამართალდარღვევის ოქმებს მაუწყებლებთან მიმართებაში. გუშინ სამართალდარღვევის ოქმი გამოუწერეს ოთხ ტელეკომპანიას - ტვ „პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. ყველაზე მნიშვნელოვანი არის შინაარსი, რის გამოც გამოუწერეს ამ ტელევიზიებს სამართალდარღვევა, რომელიც მდგომარეობს თურმე იმაში, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების რეკლამას უშვებს წინასაარჩევნო პერიოდში კანონმდებლობის სრული დაცვით, მაგრამ კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელმა, ბატონმა ვახტანგ აბაშიძემ, მონიტორინგის სამსახურმა გადაწყვიტა, რომ ეს არ არის ხელსაყრელი “ქართული ოცნებისათვის” და ერთი დღის წინ “მთავარი არხისთვის” მიცემული განმარტება გადათქვეს და სხვანაირი განმარტება გააკეთეს. კომისიის წევრებო დაფიქრდით რა მდგომარეობაში გაგდებთ ის მორჩილება, რასაც თქვენ ავლენთ “ქართული ოცნების” დავალებების მიმართ, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო