სოფო ჯაფარიძე - ის პრობლემები, რაც მოსახლეობას აწუხებს, 26 ოქტომბრის შემდეგ დასრულდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის სოფო ჯაფარიძის განცხადებით, ის პრობლემები, რაც მოსახლეობას აწუხებს, 26 ოქტომბრის შემდეგ დასრულდება.

როგორც ჯაფარიძემ ნაძალადევში, მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განმარტა, ხალხი ევროპულ კეთილდღეობას ირჩევს და არა სიღატაკეს და იზოლაციას.

"მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება, ახლა ნაძალადევში ვიმყოფებით და განწყობა, რა თქმა უნდა, გამარჯვებისკენაა. ეს ხალხი ირჩევს ევროპას, ირჩევს ევროპულ კეთილდღეობას, 26 ოქტომბერს ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ვეტყვით "არას" სიღატაკეს, იზოლაციას, უმუშევრობას, მაღალ ფასებს, დაბალ ხელფასებს და ერთიანობით, ერთიანი ძალისხმევით აუცილებლად ვიტყვით "კი ევროპას!", ავირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას. ჩვენს მოქალაქეებს, ამ საოცარ ხალხს ექნება ღირსეული ხელფასები, ღირსეული პენსიები, ღირსეული ჯანდაცვა, ევროპული განათლების სისტემა. ის პრობლემები, რა უმძიმესი პრობლემების წინაშეც დღეს ეს ადამიანები დგანან, ერთხელ და სამუდამოდ სწორედ 26 ოქტომბრის შემდეგ დასრულდება", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს