რუსეთმა ექვს ბრიტანელ დიპლომატს, რომლებსაც ჯაშუშობაში ადანაშაულებს, აკრედიტაცია გააუქმა

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა მოსკოვში ექვს ბრიტანელ დიპლომატს აკრედიტაცია გაუუქმა.

„ეფესბეს" მტკიცებით, მათმა ქმედებებმაც ჯაშუშობისა და დივერსიული მუშაობის ნიშნები გამოავლინა.

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ აქვთ დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებს, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატი კოორდინაციას უწევს პოლიტიკური და სამხედრო სიტუაციის ესკალაციას და დავალებული აქვს უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის სტრატეგიული დამარცხების უზრუნველყოფა.

„ამგვარად, გამოვლენილი ფაქტები იძლევა იმის საფუძველს, რომ დირექტორატის მიერ მოსკოვში გაგზავნილი ბრიტანელი დიპლომატების საქმიანობა რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველად მივიჩნიოთ“, - ნათქვამია „ეფესბეს" განცხადებაში.

რუსულმა ტელეკომპანია რასია 24“-მა აკრედიტაცია ჩამორთმეული დიპლომატების სახელები და გვარები დაასახელა და ფოტოები გაავრცელა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება