ნანა ტოხვაძე - ნეტავ, მართლა გვეზეიმებოდეს და ხელისუფლების მიერ მასწავლებლის ეროვნული პრემიის შეთავაზება პური და სანახაობის ტოლფასი არ იყოს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე ხელისუფლების მიერ მასწავლებლებისთვის ეროვნული პრემიის შეთავაზებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს ყოველივე პური და სანახაობის ტოლფასია.

მისივე თქმით, განათლების სისტემა მართვადი ქაოსია და ეროვნული ინტერესებისთვის უდიდესი ზიანი მოაქვს:

„ნეტავ, მართლა გვეზეიმებოდეს და ხელისუფლების მიერ მასწავლებლის ეროვნული პრემიის შეთავაზება პური და სანახაობის ტოლფასი არ იყოს!

როცა ვიცით, როგორი მართვადი ქაოსია დღეს განათლების სისტემა და რა ზიანი მოაქვს სახელმწიფო, ეროვნული ინტერესებისთვის:

10-დან 7 მოსწავლის შიმშილს თითოეულ სასწავლო დღეს;

მოსწავლეთა საშუალოზე დაბალ აკადემიურ მიღწევებს სასკოლო საფეხურზე;

სკოლის ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი თანხების კორუფციული სქემებით შეჭმას; ხალხის ფულის არამიზნობრივად დ პირადი ინტერესებისთვის გამოყენებას; სტუდენტების მიზერულ ანაზღაურებას 24/7-ზე სამუშაო გრაფიკითაც და დაბინავების მუდმივ პრობლემას; რესურსცენტრის უფროსების პარტმუშაკებით ჩანაცვლებას; დირექტორების სელექციას პოლიტიკური ლოიალობის და არა პროფესიონალიზმის ნიშნით; მასწავლებელთა დისკრიმინაციას ს. მათი რეპუტაციის გაცამტვერებასთან ერთად მათ მუდმივ ტყუილსა და დაპირისპირებაში ყოლას; საარჩევნო შტაბად და ხმების ყულაბად სკოლის ქცევას... ნეტავ, მართლა გვეზეიმებოდეს, აღარ ვიტყვით... #სკოლასშველაჭირდება #მომავალიგანათლებაშია #26ოქტომბერს #გავიმარჯვებთსახელოვნად“, - განაცხადა ტოხვაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება