14 და 15 სექტემბერს, ფოთში პირველად საერთაშორისო მარინისტული ფესტივალი ჩატარდება

14 და 15 სექტემბერს, ფოთში პირველად საერთაშორისო მარინისტული ფესტივალი ჩატარდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფოთის კულტურის განვითარების სტრატეგიული გეგმის შესაბამისად, ფოკუსშია -ფოთი, როგორც კონცეპტუალური ფესტივალების ქალაქი. პროექტი 3 ნაწილისგან შედგება: ადგილობრივი კულტურის საწარმოების მხარდაჭერა, ფოთის საზღვაო ხელოვნების რეზიდენციის პროგრამა, კონცეპტუალური საზღვაო ფესტივალი.

„ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სახელოვნებო, შემოქმედებითი, შემეცნებითი და გასართობი საფესტივალო აქტივობები-მასტერკლასები, გამოფენები, ინტერაქტიური სასწავლო აქტივობები, პერფორმანსები, ვიქტორინები, შეჯიბრებები, კონცერტები - ქეთი ფარესაშვილის და ჯგუფი „ალეგროს“ მონაწილეობით.

ფესტივალზე ფოთს ეწვევიან საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და საზღვარგარეთიდან მოწვეული არტისტები და კულტურის პროფესიონალები -ადგილობრივი სახელოვნებო სახელოსნოების გაძლიერებისთვის. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები რეგიონში მრავალფეროვანი და დინამიკური კულტურული ლანდშაფტის შექმნას შეუწყობს ხელს.

ღონისძიება მიზნად ისახავს EU4Culture პროექტის მხარდაჭერით 2022 წელს შემუშავებული კულტურული განვითარების სტრატეგიების მდგრადობის გაძლიერებას. ფოთის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული გეგმები, ადგილობრივი შემოქმედებითი და კულტურის ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობის გზით, რეგიონული ეკონომიკის გაძლიერებაზეა ფოკუსირებული.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Culture, ოთხწლიანი პროექტია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, განსაკუთრებით კი დედაქალაქის სტატუსის არმქონე დასახლებებში კულტურისა და შემოქმედებით სექტორებს უჭერს მხარს. პროექტს ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (ხელმძღვანელი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი (Institut Français de Géorgie).

დეტალური ინფორმაცია და ღონისძიების სრული პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://tinyurl.com/bde9mrtz”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება