თინა ბოკუჩავა - ძალიან მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნები, როგორც შესაძლებლობა, რომ აღვადგინოთ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები

აშშ ძალიან დიდ ფოკუსირებას ახდენს იმ არჩევნებზე, რომელიც ოქტომბერში უნდა ჩატარდეს და უნდა განსაზღვროს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ბედი, რაზეც ღიად ისაუბრეს კანონმდებლებმა. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნები, როგორც შესაძლებლობა, რომ აღვადგინოთ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია პარტნიორებთან ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის პროცესის აღდგენა, რადგან საქართველომ გაწევრიანების შემდეგ 14 მილიარდი ევროს დახმარება მიიღოს, რომელიც სხვადასხვა პროექტები დაფინანსდება.

„გუშინ აშშ-ში, სენატში ჩატარდა მორიგი მოსმენა საქართველოზე, ეს არის რიგით მესამე მოსმენა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრები, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების სახით ძალიან დიდ ფოკუსირებას ახდენს იმ არჩევნებზე, რომელიც უნდა ჩატარდეს ოქტომბერში და რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ბედი, ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსი. ამაზე გუშინ ღიად ისაუბრეს კანონმდებლებმა გუშინდელი სენატის მოსმენაზე, როდესაც მაგალითად საკმაოდ გავლენიანმა სენატორმა რიშმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სახელით განაცხადა, რომ საქართველომ უნდა აირჩიო ისეთი ხელისუფლება, რომელიც ანგარიშვალდებულია ხალხთან. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნები, როგორც შესაძლებლობა, რომ აღვადგინოთ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები, აღვადგინოთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და მიეცეს შესაძლებლობა, რომ ქვეყანამ მილიარდობით ევრო მიიღოს, რომელიც სხვადასხვა პროექტების დაფინანსებას მოხმარდება. მაგალითად - ეს 14 მილიარდიანი ფონდი სხვადასხვა ქვეყნებმა გაწევრიანების პროცესში გამოიყენეს იმისთვის, რომ სუბსიდირება მომხდარიყო კომუნალური გადასახადების, ან აშენებულიყო საცხოვრებელი სახლები მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორებიც არიან მაგალითად დევნილები, მომხდარიყო ათასობის სტუდენტისთვის სრულად დაფინანსება - გაცვლითი პროგრამების, სკოლებისა და საავადმყოფოების მშენებლობა, სამედიცინო მომსახურეების დაფინანსება - ეს არის 14 მილიარდი ევრო, რომელიც მომენტალურად - რომელ წამსაც საქართველო გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე - ხელმისაწვდომი ხდება საქართველოსთვის და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, იმ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რომლის წინაშეც საქართველოს მოქალაქეები დგანან”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება