„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს  დელეგატი აკაკი ალადაშვილი დიდი დიღმის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი დიდ დიღომში, კლაპროთის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ხაზი გაესვა არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების მნიშვნელობას.

დელეგატის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს, როგორც ქვეყანაში ასევე, მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

„შეხვედრაზე, განვიხილეთ, როგორც ქვეყანაში ასევე, მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. ასევე, ვისაუბრეთ აღნიშნულ ტერიტორიაზე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც 8 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო და მოსახლეობისთვის გადაადგილება კომფორტული გახდა“, - განაცხადა ალადაშვილმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი - ავთო ცინცაძე და საბურთალოს საარჩევნო შტაბის უფროსი გიზო ვასაძე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება