უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 49 ადამიანი დაიბრუნა

უკრაინულმა მხარემ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 49 სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე დააბრუნა, მათ შორის 23 ქალი, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკითხების საკოორდინაციო შტაბსა და პრეზიდენტ ზელენსკის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენი ხალხის კიდევ ერთი დაბრუნება, რომელსაც ყოველთვის მოუთმენლად ველით და ვმუშაობთ. 49 უკრაინელი ახლა სახლშია. მათ შორის არიან მეომრები უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან, ეროვნული გვარდიიდან, ეროვნული პოლიციის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურიდან და ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეები. მათ შორის არის ლენიე უმეროვა, ახალგაზრდა ქალი, რომელიც რუსებმა მძევლად აიყვანეს, როცა ავადმყოფი მამის მოსავლელად მივიდა. გათავისუფლებს შორის არიან „აზოვსტალის“ მცველებიც“, - წერს ზელენსკი „ფეისბუქში“.

უკრაინის სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკითხების საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, გათავისუფლებულებს შორის 23 ჯარისკაცი და სერჟანტი, 19 ოფიცერია, დანარჩენი 7 კი - მშვიდობიანი მოქალაქეა.

აღსანიშნავია, რომ გათავისუფლდა მარიუპოლისა და „აზოვსტალის“ 15 დამცველი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს