პათოლოგიის 36-ე ევროპულ კონგრესზე ჯორდანოს სახელობის სასტიპენდიო კონკურსში ორმა ქართველმა - მანანა ჯიქურაშვილმა და შოთა კეპულაძემ გაიმარჯვა

2024 წლის 7-11 სექტემბერს, ქალაქ ფლორენციაში (იტალია) პათოლოგიის 36-ე ევროპულ კონგრესზე ჯორდანოს სახელობის სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებულები დასახელდნენ.

თთბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცნობით, ევროპისა და აზიის ქვეყნების 22 გამარჯვებულიდან ორნი - მანანა ჯიქურაშვილი და შოთა კეპულაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ახალგაზრდა ექიმები და მოწვეული მასწავლებლები არიან.

„ალფონსო ჯორდანოს სახელობის სტიპენდია, რომელიც ევროპის პათოლოგიის საზოგადოების (ESP) მიერ 2015 წელს დაწესდა, მხარს უჭერს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა პათოლოგანატომებსა და დამამთავრებელი წლის კლინიკურ რეზიდენტებს, რათა მათ საერთაშორისოდ აღიარებულ სასწავლო ცენტრებში პრაქტიკული გადამზადება გაიარონ სპეციალიზებულ სფეროში. ეს შესანიშნავი გზაა მათთვის დიაგნოსტიკური და სამეცნიერო უნარების გასაუმჯობესებლად და ამასთანავე, ავტორიტეტულ ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობის განსავითარებლად.

ჯორდანოს სტიპენდიის პროგრამით, მანანა ჯიქურაშვილი 2025 წლის შემოდგომაზე, ციფრული პათოლოგიის სფეროში გამოცდილების მისაღებად პორტუგალიაში გაემგზავრება, სადაც 2 თვეს გაატარებს პორტოს უნივერსიტეტის მოლეკულური პათოლოგიისა და იმუნოლოგიის ინსტიტუტში - IPATIMUP-ში. აღსანიშნავია, რომ პორტოს უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის მიერ „კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF)“ კონკურსში გამარჯვებული საგრანტო პროექტის „მიკრომორფოლოგიური პრეპარატების ციფრული ბაზის შექმნა და მისი გამოყენება სასწავლო პროცესში ინოვაციური მოდულების და ხელოვნური ინტელექტის კომპონენტებზე დაფუძნებული სადოქტორო პროგრამის შესაქმნელად“ წარმატებით განსახორციელებლად. შოთა კეპულაძე ჯორდანოს სტიპენდიის პროგრამით პროფესიულ დახელოვნებას დერმატოპათოლოგიაში 2025 წელს ნიდერლანდებში, მაასტრიხტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში (Maastricht UMC) გაივლის. იგი პრაქტიკულ კლინიკურ საქმიანობასთან ერთად, რაც კანის სიმსივნეების ჰისტოლოგიურ, იმუნოჰისტოქიმიურ და მოლეკულური დიაგნოსტიკას მოიცავს, ასევე,ჩაერთვება მაასტრიხტის უნივერსიტეტის პათოლოგიის დეპარტამენტის კვლევით პროექტებშიც, - აღნიშნულია თსსუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება