პარლამენტში თამაშდამოკიდებულების პრევენციის პოლიტიკის გაძლიერების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებით, აზარტული თამაშების კვლევის და პრევენციის ცენტრთან (GRAPC) თანამშრომლობით, თამაშდამოკიდებულების პრევენციის პოლიტიკის გაძლიერების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტების, სამინისტროების და მათ დაქვემდებარებული უწყებების, ასევე სარეაბილიტაციო ცენტრების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„შეხვედრის ფარგლებში მოწვეულმა უცხოელმა ექსპერტებმა, მკვლევრებმა გლაზგოს უნივერსიტეტიდან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს საერთაშორისო გამოცდილება და თამაშდამოკიდებულების პრევენციის პოლიტიკასთან დაკავშირებით პრაქტიკული მიდგომები გაუზიარეს.

მოწვეულმა სტუმრებმა - ჰეიზერ ვუდლიმ და დარია უხოვამ პრევენციის საკითხებზე დიდი ბრიტანეთის სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელი კომისიის გამოცდილებასა და სამეცნიერო ჟურნალის „THE LANCET" მიმდინარე საერთაშორისო კვლევის მიგნებებზე ისაუბრეს. კვლევა მიმოიხილავს სხვადასხვა ქვეყნის მიდგომებს აზარტული თამაშების საჯარო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ონლაინ რეჟიმში, შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა ჰარვარდის კენედის სკოლის პროფესორი მალკოლმ სპაროუვი.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია საქართველოში მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციისა და გამოჯანმრთელების პოლიტიკის გაძლიერების ასპექტებზე.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, აღნიშნული საკითხი ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. სამუშაო შეხვედრა ეხმიანება კომიტეტის მიერ 2024 წელს ჩატარებული თემატურ მოკვლევას „მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციის და გამოჯანმრთელების პოლიტიკა: გამოწვევები და გაუმჯობესების შესაძლებლობები". ის ემსახურება მოკვლევის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების, პოლიტიკაში მონაწილე მხარეებს შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას.

მოკვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ აზარტული თამაშებისა და თამაშდამოკიდებულების პრევენციის საკითხები და ამ სფეროსთან დაკავშირებული სხვა ასპექტები სხვადასხვა საჯარო უწყებისა თუ დაწესებულების კომპეტენციას მიეკუთვნება. გამოწვევებზე საპასუხოდ კომიტეტმა შეიმუშავა რეკომენდაციები, მათ შორის, პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო