პოლიციამ ქვემო ქართლში თანხის გამოძალვაში დახმარების ფაქტზე სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილ თანხის გამოძალვაში დახმარების ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებულები არიან: 2005 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჰ.ა., ამავე წელს დაბადებული ვ.მ. და 2007 წელს დაბადებული კ.ა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ჰ.ა. და კ.ა. საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქისგან თანხის გამოძალვაში ეხმარებოდნენ. ბრალდებულებმა აღნიშნული მოქალაქის დასაშინებლად, ფულის გამოძალვის მიზნით, მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში ხელყუმბარა ისროლეს, რომელიც არ აფეთქდა.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ აღნიშნული მძიმე დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებულ ვ.მ.-სთვის, თუმცა მან სამართალდამცავ ორგანოებს დანაშაულის თაობაზე არ შეატყობინა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღო.

დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძალვაში ჯგუფურად ჩადენილი დახმარების, ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარების, გადაზიდვის,ასევე, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25-181-ე, 236-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება