ზურაბ აბაშიძე - ვერის პარკი არის თბილისის ისტორიული სკვერი და მოხარული ვარ, რომ მომავალი წლის ბოლომდე კიდევ ერთი განახლებული, რეაბილიტირებული და კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცე იქნება ჩვენს დედაქალაქში

თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ, ვერის პარკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, პარკის რეაბილიტაცია მომავალი წლის ბოლომდე დასრულდება.

„ვერის პარკის რეაბილიტაცია - ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება და მე მინდა მივულოცო დედაქალაქის მოსახლეობას, მთაწმინდის რაიონის მაცხოვრებლებს, რომ ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო. ვერის პარკი არის თბილისის ისტორიული სკვერი და მოხარული ვარ, რომ მომავალი წლის ბოლომდე კიდევ ერთი განახლებული, რეაბილიტირებული და კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცე იქნება ჩვენს დედაქალაქში“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე თქმით, ვერის პარკი დაცულია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსით და მისი ძირეული გარდაქმნა ან შეცვლა არ იგეგმება. როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცა არსებული გეგმარებისა და აქტივობების შენარჩუნებას, გაუმჯობესებას და ახალი, გარემოსთვის შესაფერისი ფუნქციების ინტეგრაციას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს