ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსული დრონების ჩამოგდებით ჯერ მხოლოდ ბელარუსი გამოირჩა, ეს უბრალოდ დამამცირებელია დემოკრატიული სამყაროსთვის

რუსული დრონების ჩამოგდებით ჯერ მხოლოდ ბელარუსი გამოირჩა, ეს უბრალოდ დამამცირებელია დემოკრატიული სამყაროსთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იალტის ევროპულ სტრატეგიაზე (YES) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“როდესაც გვესმის, რომ რუსეთში ახალი რაკეტები ჩავიდა ირანიდან, ეს იგივე ბოროტებაა, რომლის ჩამოგდებაც მოკავშირეებს ახლო აღმოსავლეთის ცაში უწევდათ. ახლა, შესაძლოა, რაკეტების მარკა განსხვავდება, მაგრამ არა ირანის ტერორისტული მოტივი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ იარაღის გავრცელებასა და გამოყენებას.

თუ მოკავშირეები ერთად აგდებენ რაკეტებსა და დრონებს ახლო აღმოსავლეთის ცაში, მაშინ რატომ არ არის ანალოგიური გადაწყვეტილება უკრაინის ცაში რუსული რაკეტებისა და ირანული „შაჰიდების” ერთობლივად ჩამოგდების შესახებ? თან ეს მაშინაც არ კეთდება, როდესაც რაკეტები და დრონები პირდაპირი მნიშვნელობით ჩვენი მეზობლების ტერიტორიაზე მიემართებიან.

როდესაც ჩვენს პარტნიორებთან ამ საკითხს ვაყენებთ, მუდამ, სხვათა შორის, ყველა ცდილობს ის უბრალოდ, სიმართლე რომ გითხრათ, გაატაროს და „ამაზე ვმუშაობთ“ თქმაც კი ეშინიათ. ამ სიტყვებისაც კი ეშინიათ და ეს სიმართლეა.

ჯერ მხოლოდ ბელარუსი გამოირჩა რუსული „შაჰიდების“ ჩამოგდებით. არ მეგონა, რომ ეს ამ ფორმატში იქნებოდა… ეს ნამდვილად, ვფიქრობ, უბრალოდ დამამცირებელია ძლიერი დემოკრატიული სამყაროსთვის,” - განაცხადა ზელენსკიმ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია