GITA-სა და ეჯაილსქულს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ეჯაილსქულს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას GITA ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პარტნიორობის ფარგლებში, ეჯაილსქული GITA-ს დაეხმარება ეჯაილ მეთოდოლოგიების დანერგვასა და პროცესების ოპტიმიზაციაში.

„საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ და ეჯაილსქულმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია სააგენტოს ეჯაილ ტრანსფორმაციის პროცესის მხარდაჭერა და გაძლიერება. პარტნიორობის ფარგლებში, ეჯაილსქული GITA-ს დაეხმარება ეჯაილ მეთოდოლოგიების დანერგვასა და პროცესების ოპტიმიზაციაში.

GITA-თან თანამშრომლობის ფარგლებში, ეჯაილსქული გამოიყენებს თავის გამოცდილებას ბიზნეს პროცესების გაუმჯობესების, პროექტების მართვის ოპტიმიზაციისა და ეჯაილ ტრანსფორმაციის მიმართულებით. კომპანია უზრუნველყოფს GITA-ს თანამშრომლების ტრენინგს ეჯაილ მიდგომებში, რაც ხელს შეუწყობს სააგენტოში ეჯაილ პროცესების უკეთ ადაპტაციასა და საქმიანობის ეფექტურობის გაზრდას.

ეჯაილსქული საქართველოში ქმნის ეჯაილ ეკოსისტემას, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს ეჯაილ ტრანსფორმაციაში, ბიზნეს პროცესების ეფექტურობის გაზრდასა და პროექტების/პროდუქტების მართვის გაუმჯობესებაში. კომპანია ასევე მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს Capacity Building-ის მიმართულებას, რაც გულისხმობს ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებას შესაბამისი სასწავლო ტრენინგების საშუალებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება