რევაზ სოხაძე - ლისის ტბის მმართველი კომპანია დაუშვებლად იქცევა

ლისის ტბის მმართველი კომპანია დაუშვებლად იქცევა, რადგან მის საკუთრებაში არსებული ტერიტორია, რომელიც საჯარო სიკეთეს წარმოადგენს, ჯიხურებით გადაავსო, - განცხადება ამის შესახებ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ, გააკეთა.

„როდესაც ქალაქის არასწორ განვითარებასა და ქაოსურ მშენებლობებზე გვიკიჟინებენ, ნახეთ რა ხდება ლისის ტბის ტერიტორიაზე, რომელიც ქაოსურად განთავსებული უსახური კომერციული ჯიხურებით გადაივსო“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მისივე თქმით, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია საჯარო სივრცეა, არსებობს მისი განვითარების შესაბამისი სტანდარტი და მფლობელმა ის უნდა დაიცვას.

„მიუხედავად კერძო საკუთრებისა, ეს საჯარო სივრცეა, რომელიც აუცილებელია მოწესრიგებულად ვითარდებოდეს“, - განაცხადა სხდომაზე რევაზ სოხაძემ, რომლის კომენტარს საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება