თინა ბოკუჩავა - დღეს მთავარი მოტივაცია ჩემთვის, რომ ვიყო პოლიტიკაში არის ლუკა, ნიკო და სანდრო - ჩემი შვილები და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მათ და თითოეულ ჩვენგანს ჰქონდეს ევროპული მომავალი

დღეს მთავარი მოტივაცია ჩემთვის, რომ ვიყო პოლიტიკაში არის ლუკა, ნიკო და სანდრო - ჩემი შვილები და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მათ და თითოეულ ჩვენგანს ჰქონდეს ევროპული მომავალი და მჯერა, რომ საქართველოს მომავალი ნამდვილად ევროპაშია, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" მართავს ღონისძიებას - "ერთიანობა - პასუხობს ხალხს“, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა მოქალაქეების კითხვებს პასუხობს.

„მე აბსოლუტურად მესმის თქვენი, მეც არაერთხელ ვყოფილვარ იმედგაცრუებული პოლიტიკით ან პოლიტიკოსებით. ძალიან არ მიყვარს სიყალბე, ოპორტუნიზმი და სამწუხაროდ ხშირად არის ხოლმე ასოცირებული პოლიტიკასთან და პოლიტიკოსებთან, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ ერთი რამ - დღეს მთავარი მოტივაცია ჩემთვის, რომ ვიყო პოლიტიკაში არის ლუკა, ნიკო და სანდრო - ჩემი შვილები არიან და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მათ და თითოეულ ჩვენგან ჰქონდეს ევროპული მომავალი და მჯერა, რომ საქართველოს მომავალი ნამდვილად ევროპაშია და შესაძლებლობა არის ერთი ხელის გაწვდენაზე და ჩვენ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდები გაცილებით უფრო აქტიურად არიან ჩართულები, ვიდრე გასული წლების მანძილზე და მჯერა, რომ ეს არის ის არჩევნები, რომელშიც გადამწყვეტ სიტყვას სწორედ ახალგაზრდები იტყვიან“, - ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ მოქალაქის შეკითხვას: „რუსული კანონის შემდეგ, პირველად გადავწყვიტე არჩევნებზე მისვლა და არ ვარ კარგი წარმოდგენის ქართულ პოლიტიკურ კლასზე, ამიტომ მაინტერესებს რით განსხვავდებით თქვენ სხვა პოლიტიკოსებისგან და რატომ უნდა აგირჩიოთ თქვენ?“

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო