ოთარ შამუგია გურჯაანში რთველის მიმდინარეობის პროცესს კომპანიის „ბოლერო და კომპანი“ საწარმოში გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად, გურჯაანში, კომპანიაში „ბოლერო და კომპანი“ ყურძნის ჩაბარების პროცესს დაესწრო.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანია „ბოლერო და კომპანი“ საქართველოს მასშტაბით რამდენიმე საწარმოს აერთიანებს და რთველი 2024 პროგრამის ფარგლებში ყურძნის მიღება-გადამუშავებას ასევე რამდენიმე ლოკაციაზე ახორციელებს.

,,კომპანიის ქარხნები სრული სიმძლავრით მუშაობს. ჯამური სიმძლავრე საათში 800-დან 1000 ტონამდე ყურძნის გადამუშავებაა. თუ იქნება მოსავლის დიდი რაოდენობა, კომპანიას აქვს ყველანაირი ტექნიკური საშუალება იმისათვის, რომ შეუფერხებლად ჩაიბაროს ყურძენი”, - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბექაურმა.

დღეის მონაცემებით, კომპანიამ „ბოლერო და კომპანი“ მოსახლეობისგან უკვე მიიღო და გადაამუშავა 5,6 ათას ტონამდე ყურძენი და ჩაბარების პროცესს აგრძელებს.

„კომპანია დიდ რესურსებს დებს ბაზრების დივერსიფიცირების მიმართულებით, ვმუშაობთ ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის გაზრდაზე; საფრანგეთსა და ესპანეთში გაგვაქვს ღვინო, ვმუშაობთ ამერიკის ბაზარზე, წარმოდგენილი ვართ დიდი ბრიტანეთის ბაზარზეც; ჩვენი მარკეტინგი მუდმივად მუშაობს ახალი ბაზრების მოძიების მიმართულებით’’, - განაცხადა ირაკლი ბექაურმა.

„კომპანია „ბოლერო და კომპანი“ ღვინის ექსპორტს 10-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიაში, იტალიაში, ავსტრიაში, პოლონეთსა და ჩინეთში ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს სახელმწიფო რთველის სუბსიდირებას ახორციელებს. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მევენახე ფერმერებისთვის 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძნის ჩაბარება 1.50 ლარად არის შესაძლებელი. ამასთან ერთად, მევენახეებს, რომლებსაც დღემდე ლარნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას ლარნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება