„ქართული ოცნების“ დელეგატი დავით შერაზადიშვილი  წალკის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, წალკის რაიონის სოფლების: არვალნოს, გუმბათისა და არწევანის მოსახლეობას შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, ასევე შეაჯამა სოფლებში უკვე განხორციელებული პროექტები.

„შეხვედრებზე მოსახლეობა ერთხმად აღნიშნავს, რომ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება ყველაზე მნიშვნელოვანია და სწორედ, მათი სწორი ხედვის გათვალისწინებით მჯერა, რომ წალკის მოსახლეობა 26 ოქტომბერს თავის სათქმელს იტყვის და ერთად გავიმარჯვებთ.

მე კი , ვიქნები ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში იქნება მათი ინტერესების დამცველი!",-განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, წალკის მუნიციპალიტეტის მერი- ილია საბაძე და საკრებულოს თავმჯდომარე - ირაკლი გიგინეიშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს