კახა კალაძე „ლეგენდების მატჩზე” - ქართველ გულშემატკივარს საშუალება ექნება, მინდორზე იხილოს ის ფეხბურთელები, რომლებსაც წლების განმავლობაში ქომაგობდა

21 სექტემბერს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელების მონაწილეობით „ლეგენდების მატჩი“ გაიმართება.

ამხანაგური შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ ვეტერან ფეხბურთელებთან - ლევან კობიაშვილთან, შოთა არველაძესა და ლევან მჭედლიძესთან ერთად, სოციალურ ქსელის საშუალებით, ვიდეომიმართვაში გააცნო.

“სტადიონზე ვიხილავთ ქართველ ვარსკვლავებს, როგორიცაა გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, შოთა არველაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე და ბევრი სხვა. ასევე, „მილანთან“ ერთად იქნება რივალდო, კაკა, კაფუ, კოსტაკურტა, ზეედორფი, მარკო ბორიელო და ბევრი სხვა საინტერესო ფეხბურთელი. საქართველოში “მილანს” ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყა,ვს, ქართველი მაყურებელი ღამეებს ათენებდა იმ საუკეთესო წლებში, რომელიც “მილანს“ ჰქონდა. ვიცი, როგორ ელოდებოდნენ ხოლმე ამ თამაშებს. მიხარია, რომ გვაქვს იმის შესაძლებლობა, საქართველოში 21 სექტემბერს გაიმართოს საქართველოს ნაკრების ვეტერანებისა და “მილანის” ლეგენდების შეხვედრა, სადაც ქართველ გულშემატკივარს ექნება საშუალება, მინდორზე იხილოს ის ფეხბურთელები, რომლებსაც წლების განმავლობაში ქომაგობდა. ზოგადად, ასეთი შეხვედრები ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაციისთვის, ახალგაზრდა ფეხბურთელების მოტივირებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გულშემატკივარს საფეხბურთო ზეიმი ელის. მერის ინფორმაციით, ბილეთების გაყიდვა დაწყებულია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს