ნიკა მელია - ჩვენს კოალიციაში განსხვავებული ხალხია შეკრებილი, ჩვენ ვსაუბრობთ მომავალზე, გვაკავშირებს მომავალი, გვაერთიანებს მომავალი

ჩვენს კოალიციაში განსხვავებული ხალხია შეკრებილი, ჩვენ ვსაუბრობთ მომავალზე, გვაკავშირებს მომავალი, გვაერთიანებს მომავალი, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ბათუმის ოფისის გახსნაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კოალიციაში არის ხალხი, რომელიც სიის გარშემო პარლამენტში მოსახვედრად არ არის გაერთიანებული.

“წინ არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, წინ არის გამარჯვება, სადაც დიდი მორალური უპირატესობის გარეშე, სიმტკიცის გარეშე, რწმენის გარეშე გამარჯვებები არ მოიპოვება. ჩვენს კოალიციაში განსხვავებული ხალხია შეკრებილი, ჩვენ ვსაუბრობთ მომავალზე, გვაკავშირებს მომავალი, გვაერთიანებს მომავალი.

აქ არის ხალხი, რომელიც სიის გარშემო პარლამენტში მოსახვედრად არ არის გაერთიანებული. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია არა მხოლოდ სახელისუფლებო პარტიაში შეიმჩნევა.

ქვეყანაში მდიდრდება მცირე კლანი ივანიშვილის გარშემო, რომლებიც მზად არიან, ტაში დაუკრან ყველაფერს, რასაც ივანიშვილი იტყვის.

ნებისმიერი მომდევნო ხელისუფლება, რომელიც აირჩევა 27 ოქტომბრის მერე, ეს იქნება კოალიციური მთავრობა, სადაც ჩვენი კოალიცია ყველაზე მსუყედ იქნება წარმოდგენილი. ჩვენ ჩავდგებით ხალხის სამსახურში.

ჩვენ ვიბრძვით ძირეული ცვლილებებისთვის. 26 ოქტომბერს უნდა მოვიტანოთ გამარჯვება, რომელიც ბედნიერებას უკან დააბრუნებს, რწმენას დააბრუნებს და საქართველოს გააწევრიანებს წარმატებულ სახელმწიფოთა რიგებში.

ძალა არის მრავალფეროვნებაში, ერთსულოვნებაში. გამბედაობა გჭირდება. ქუდზე კაცი იქნება 26 ოქტომბერს, ღიმილით საარჩევნო უბნებთან მტკიცედ მისცემს ხმას საქართველოს უკეთეს მომავალს და ნებისმიერი ჩვენგანი წვლილს შეიტანს საქართველოს უკეთეს მომავალში”, - განაცხადა მელიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება