Edison Research - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 34% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 19.2% -„ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო“ , 10.6% - „საქართველოსთვის - გიორგი გახარია“

Edison Research-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმრავლესობა, 34% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 19.2% „ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო“ , 10.6% „საქართველოსთვის - გიორგი გახარიას“.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ძალებს, სხვა პარტიების რეიტინგი ასეთია:

„ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები“ - 9.8%

ახალი ერთობა გვარამია მელია - 9.1%;

გირჩი (იაგო ხვიჩია) - 5.9%;

ლეიბორისტული პარტია - 5.1%;

პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო - 3%;

ჩვენ - დავით ქაცარავა - 2.1%;

სხვა პარტიები - 1.2%;

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. შესაძლო ცდომილება არის +/–2.5% საქართველოს მასშტაბით და +/– 2.5 % თბილისისთვის, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 29 აგვისტო - 8 სექტემბრის შუალედში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება