კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს" გუნდის წევრები შუქრუთის გაფიცულ მოსახლეობას შეხვდნენ

პარლამენტთან მესამე დღეა, სოფელ შუქრუთის დაზარალებული მოსახლეობა არის გაფიცული. მათ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს" გუნდის წევრები შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს.

„ძლიერი საქართველოს“ წევრის, მარიამ კუკავას განცხადებით, გაფიცულების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ხელისუფლებას მათი მდგომარეობა არ აინტერესებს.

"კოალიცია "ძლიერი საქართველოს" გუნდის წევრები დღეს მოვედით პარლამენტთან, რათა დეტალურად გავცნობოდით დაზარალებულების მოთხოვნებს და მხარი დაგვეჭირა მათთვის. დღეს მათ სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, ხელისუფლებას არ აინტერესებს მათი მდგომარეობა. ისინი ითხოვენ კომპანიის მიერ მიყენებული ზიანის სამართლიან ანაზღაურებას და 2021 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ყველა პუნქტის შესრულებას. ჩვენ ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გადადგას ქმედითი ნაბიჯები და დაიცვას სოფლის თითოეული მოსახლის სიცოცხლის უფლება", - აღნიშნა მარიამ კუკავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება