"ქართული ოცნების“ დელეგატი გოჩა ენუქიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ცაგერის მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის დელეგატი გოჩა ენუქიძე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორ - პაპუნა მარგველიძესთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტის ორბელის თემის სოფლების: ზედა ორბელის, ქვედა ორბელის, ლაჯანასა და წილამიერის მოსახლეობას შეხვდა.

"ქართული ოცნების" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს დელეგატმა ისაუბრა „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის მიერ ცაგერის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე.

"ყურადღება გაამახვილეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და იმ მიმართულებაზე, რომელზეც გუნდი აქტიურ მუშაობას აპირებს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, რეგიონის კოორდინატორი- ქრისტინე კობახიძე და „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსი -ჭაბუკი ჭაბუკიანი", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება