„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო შეხვედრებს ჩოხატაურში მართავს

პარტია „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, ჩოხატაურის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ დავით შარაშიძესთან ერთად, სოფლების: გუთურის, ქვემოერკეთისა და ერკეთის მოსახლეობას შეხვდა.

„ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრისას დელეგატმა განხორციელებული პროექტები შეაჯამა.

„გუთურსა და ერკეთში აშენდა თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლები, ერკეთში საბავშვო ბაღი. ერკეთი-კოხისა და ონჭიქედის მიმართულებით დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი, ასევე განაცხადეს, რომ იგეგმება გუთური - ერკეთის დამაკავშირებელი საავტომობილო და შიდა გზების სრული რეაბილიტაცია. დელეგატის თქმით, მოწესრიგდება ქვემო ერკეთის ცენტრი, სოფელ გუთურში კი აშენდება საბავშვო ბაღი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დელეგატის თქმით, მთავარი მოსაგვარებელი საკითხი წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგებაა, რაც „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად, ეტაპობრივად გადაიჭრება.

„მჯერა, 26 ოქტომბერს ჩოხატაური მშვიდობას და სწრაფ განვითარებას დაუჭერს მხარს! მადლობა ნდობისთვის, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!“- განაცხადა „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატმა, ვასილ ჩიგოგიძემ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, შტაბის უფროსის მოადგილე - ირაკლი კუჭავა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე - ლაშა თოლორდავა და პარტია „ქართული ოცნების“ სხვა წევრები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება