ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა

გულის ქრონიკული უკმარისობა გარდაუვალი პროგრესირებადი დაავადებაა, ზომიერი და მძიმე პაციენტები ჰოსპიტალიზებული არიან მაღალი სიხშირით და აბსოლიტურად რეზისტენტული არიან სამედიცინო თერაპიის მიმართ. გულის უკმარისობის მქონე პაციენტებს ახასიათებთ ჩვეულებრივი ფიზიკური აქტივობის დაქვეითება ,სიცოცხლის ხანგრძლივობის მნიშვნელოვნად შეზღუდვა და მაღალი სიკვდილიანობა.

თანამედროვე გრძელვადიანი პარკუჭის დამხმარე სისტემის (LVAD) გამოყენება რადიკალურად აუმჯობესებს გულის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტების მდგომარეობას. პაციენტებისთვის, რომლებიც ვერ იტარებენ გულის გადანერგვას და ამოწურეს წამლით თერაპიის რესურსი, ეს სისტემა დღეს თერაპიის ერთადერთი ალტერნატივაა.

პირველი წარმატებული მაღალტექნოლოგიური ჩარევა,გულის ხელოვნური დამხმარე სისტემის იმპლანტაცია რთული კარდიოლოგიური დიაგნოზით 68 წლის პაციენტს ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულურ ცენტრში ჩაუტარდა.

ჩარევა ჩატარადა ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის კარდიოქირურგების, კარდიოლოგების, ანესთეზიოლოგ რეანიმატოლოგების და პერფუზიოლოგთა მაღალკვალიფიციური გუნდის მიერ.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს