პაატა მანჯგალაძე - ერთადერთი ძალა, რომელიც ძალადობას ახალისებს „ქართული ოცნებაა“, ზიზღის ენა, ადამიების ერთმანეთზე დაგეშვა მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის ნაწილია

ერთადერთი ძალა, რომელიც ძალადობას ახალისებს „ქართული ოცნებაა“, ზიზღის ენა, ადამიების ერთმანეთზე დაგეშვა მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის ნაწილია,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ სიძულვილის ენა იარაღად აქცია.

„ჩვენი კამპანია - ერთიანობა, ამიტომ ჩვენ ამაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. ზიზღის ენაზე, ქართველების ერთმანეთზე დაგეშვასა და დაყოფაზე პასუხისმგებლობა მმართველი პარტიის მხარესაა. ჩვენ გვინდა ერთიანობა.

“ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დაპირება - ოპოზიციას, თავისუფალი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის გაქრობაა. კიდე მე ვლაპარაკობ ზიზღის ენით? ჩვენ არ ვაპირებთ გივი მიქანაძისა და „ქართული ოცნების“ გასამართლებას, „ქართულ ოცნებას“ საქართველოს მოქალაქეები გააქრობენ“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს