გივი მიქანაძე - 5 სექტემბრიდან დღემდე მმართველი პარტიის სააგიტაციო მასალის განადგურების კუთხით  არაერთი ფაქტი დაფიქსირდა

5 სექტემბრიდან დღემდე მმართველი პარტიის სააგიტაციო მასალის განადგურების კუთხით დაფიქსირდა არაერთი ფაქტი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მან სააგიტაციო მასალის განადგურების რამდენიმე მაგალითი მოიყვანა, რომელშიც, მიქანაძის მტკიცებით, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ფიგურირებენ.

„ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ვიდეო, სადაც მკაფიოდ ჩანს, სამგორში, აეროპორტის დასახლებაში როგორ ხევენ და ანადგურებენ კოალიცია ცვლილებებისთვის წარმომადგენლები მმართველი გუნდის გაკრულ პლაკატებს.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა საბურთალოზე მოახდინეს ქართული ოცნების პლაკატების გადაკვრა ნაციონალური მოძრაობის პლაკატებით.

სამგორში, აეროპორტის დასახლებაში, აგრეთვე ვარკეთილის მე-3 მასივში, ნაძალადევში ცოტნე დადიანის ქუჩაზე და დიდუბეში 147-ე სკოლისა და მეტრო „წერეთლის გამზირის“ მიმდებარედ დაუდგენელმა პირებმა ჩამოხიეს ქართული ოცნების პლაკატები.

ტელეკომპანია „მთავარის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევას. კერძოდ, ტელეკომპანიამ ეთერში არ გაუშვა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეკლამა, რაზეც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება