ხულო-ზარზმის გზით, გოდერძის უღელტეხილიდან ზარზმამდე მისვლა უკვე რეაბილიტირებული გზით არის შესაძლებელი

ორი რეგიონის დამაკავშირებელი, ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქცია აქტიურად გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, საერთო ჯამში, ასფალტ-ბეტონის საფარი უკვე დაგებულია გზის 31 კმ-იან მონაკვეთზე და გოდერძის უღელტეხილიდან ზარზმამდე მისვლა რეაბილიტირებული გზით არის შესაძლებელი. რეაბილიტირებულია გზა კურორტ ბეშუმის გადასახვევამდეც. სამუშაოები აქტიურად გრძელდება გზის დარჩენილ მონაკვეთებზე.

„ხულო-ზარზმის გზა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის შემადგენელი მონაკვეთია. რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია უტარდება 47 კილომეტრიან გზას. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა.

პროექტის ფარგლებში, ასფალტ-ბეტონის საფარი იგება 2 ზოლიან გზაზე და ინტენსიური საპრევენციო სამუშაოები მიმდინარეობს რელიეფისა და რთული გეოლოგიური პირობების გამო განვითარებულ მეწყრულ უბნებზე.

ხულო-ზარზმის გზა გადის რთულ გეოლოგიურ რელიეფზე და ბეშუმის სამთო-სათხილამურო კურორტს აკავშირებს ბათუმთან და თბილისთან. მისი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს, როგორც ზემო აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე ტურიზმის განვითარებას.

ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასაც და 1.5 სთ-ით შეამცირებს ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დროს.“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება