გია ჯაფარიძე - არის ცვლილებების იმედი, რწმენა, სურვილი, ხალხი ელოდება 26 ოქტომბერს, რომ საქართველო დააბრუნოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, აღმშენებლობის გზაზე

არის ცვლილებების იმედი, რწმენა, სურვილი, ხალხი ელოდება 26 ოქტომბერს, რომ საქართველო დააბრუნოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, აღმშენებლობის გზაზე, -ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გია ჯაფარიძე, სამგორში ამომრჩევლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ორი არჩევანი არსებობს: ან კეთილდღეობა ევროპაში ან სიღატაკე იზოლაციაში.

„ვფიქრობ, მოქალაქეები ამას აცნობიერებენ. რა თქმა უნდა, მოსახლეობასთან გვაქვს საუბარი ადგილობრივ პრობლემებზეც, რომლებიც ამ კონკრეტულ რაიონში არსებობს. არის ცვლილებების იმედი, რწმენა და სურვილი და მჯერა, 26 ოქტომბერს, მათ შორის, სამგორის მოსახლეობა თავის სიტყვას იტყვის“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება