პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს  ხაშურის მუნიციპალიტეტში მართავს

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ხაშურისა და ქარელის დელეგატი ზაალ დუგლაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების: წაღვლის, წეღვერის, კლდისწყაროს, ქვემო ბროლოსანის, ზემო ბროლოსანის, ტიტვინის წყაროსა და ჩორჩანას მოსახლეობას შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე შეაჯამეს სოფლებში განხორციელებული პროექტები. ასევე ისაუბრეს მშვიდობიანი განვითარების იმ გზაზე, რასაც საქართველო ბოლო წლების განმავლობაში გადის.

„მშვიდობას რომ დღეს განსაკუთრებული დაცვა სჭირდება, ეს ყველაზე მეტად აქაურმა მოსახლეობამ იცის. ჩვენი სწორი არჩევანით კი შევძლებთ ჩვენს ქვეყანას სიმშვიდე და სტაბილურობა მოვუტანოთ“, - განაცხადა ზაალ დუგლაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება