ანა დოლიძე - საჯარო სკოლების რემონტი წლობით იწელება, ერთადერთი, რაც განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობას აინტერესებს, კორუფცია და ფულის ხაპვაა

ბიზნესმენ ამილახვარს განათლების სამინისტროში რა უნდა? განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობას დღეს რაც აინტერესებს, ეს არის კორუფცია და ფულის ხაპვა, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა.

დოლიძის თქმით, მე-14 საჯარო სკოლა მხოლოდ ფურცელზე არსებობს და მისი მშენებლობა დღემდე არ დაწყებულა.

„ახლა ვიმყოფები ნაძალადევში, მე-14 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, რომლის მშენებლობაც, ჯერ არც დაწყებულა და ეს ყველაფერი ასე საშინლად გამოიყურება. ეს სკოლა არსებობს მხოლოდ ფურცელზე, გაფორმებული ჰყავთ ბავშვები და ეს ბავშვები 10-15 კილომეტრის მოშორებით, სხვა სკოლებში დადიან. ამასთანავე, ეს ბავშვები მესამე ცვლაში არიან და უკმაყოფილებას გამოთქვამენ, წრეზე სიარულს ვერავინ ასწრებენ. თითქმის ყველა სკოლა ნაძალადევში ასე გამოიყურება, სკოლა არ დარჩა რომ არ დაენგრიათ. ბიზნესმენ ამილახვარს რა უნდა განათლების სამინისტროში, განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობას დღეს რაც აინტერესებს, ეს არის კორუფცია და ფულის ხაპვა. ამ ტერიტორიაზე სამუშაოები არ მიმდინარეობს და ასეა მიგდებული. რატომ არ ხდება რამე ძვრა?! ეს ემსახურება ერთ რამეს, ადამიანები მიაჩვიონ, რომ აქ არ იქნება სკოლა და აშენდება კორპუსები. ეს ტერიტორია არის საინტერესო კორპუსების ასაშენებლად. ამიტომაც არიან ბიზნესმენები დანიშნულები განათლების სამინისტროში. ამ ყველაფერს ვეწინააღმდეგებით ჩვენ, კოალიცია „ძლიერი საქართველო“. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს ბავშვებს მივცემთ ბრწყინვალე დასაწყისი და ისინი არ იყვნენ მომთაბარე მოსწავლეები“, - აცხადებს ანა დოლიძე, რომლის კომენტარსაც „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება